ჩვენი surf სკოლების სიახლოვეს განლაგებულია რამდენიმე სასტუმრო,სადაც თქვენ შეგიძლიათ გაჩერდეთ ერთ-ერთ surf სახლში,მაგრამ თუ თქვენ აპირებთ წასვლას მეგობრებთან ერთად,თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტია იქირაოთ სახლი ან აგარაკი.

White Baby hotel

თუ თქვენ გსურთ განთავსდეთ სასტუმროს ცალკე აპარტამენტში,ჩვენ გთავაზობთ განიხილოთ White Baby hotel. ეს არის კომფორტული სასტუმრო Hikkaduwa-ს მყუდრო რაიონში.აქ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კომფორტული ნომერი.მყუდროდ მოწყობილ გარემოში შეგიძლიათ გაატაროთ სასიამოვნო საღამოები მეგობრებთან ერთად.ოთახი აღჭურვილია კონდენციონერით. არის Wi-Fi

Garapy House

Garapy House - ეს არის კომფორტული ერთ სართულიანი ვილა,რომელიც იდეალურად გამოდგება დასვენებისათვის დატვირთული დღის შემდეგ.იგი მდებარეობს Hikkaduwa-ის საკმაოდ მშვიდ რაიონში. ვილა გარშემორტყმულია ხეებით,რომლებიც გამოყოფს მას მეზობლებისაგან. სახლის წინა ეზოში შეგიძლიათ აღნიშნოთ თქვენი წარმატებები სერფინგზე,შეწვათ ბარბექიუ და გაატაროთ მეგობრული საღამოები,ასევე შეგიძლიათ იპოვნოთ მოხერხებული ადგილი და დაკავდეთ მედიტაციით.

Big Mama House

ეს არის სამ სართულიანი ვილა,რომელიც მდებარეობს Hikkaduwa -ს წყნარ რაიონში Kumarakanda-ს სადგურიდან 4 კილომეტრის დაშორებით.აქ არის 5 ცალ-ცალკე არსებული ორადგილიანი ნომერი, სავსებით კეთილმოწყობილი სამზარეულო, ორი სველი წერტილი და საერთო მისაღები ოთახი ყოველ სართულზე.არის ინტერნეტი და სარეცხი მანქანა. ვილა არის გარშემორტყმული ქოქოსის და ბანანის ხეებით.

WaterFall Villa

მდებარეობს Kumarakanda-ს რაიონში,მხოლოდ ათი წუთის სავალ მანძილზე Hikkaduwa -ს surf ადგილიდან . ეს ვილა განკუთვნილია დამსვენებლების მცირე ჯგუფებზე, 6 ადამიანამდე. სახლს აქვს 3 საძინებელი ოთახი,საერთო მისაღები,აბაზანა. არის სატელიტური ტელევიზია.

Pilot House

Pilot House თქვენ გთავაზობთ ოთხ ორადგილიან ოთახებს,დიდი საერთო მისაღებით და სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი.სახლში არის ორი სველი წერტილი, სარეცხი მანქანა.დამსვენებლების კომფორტისათვის გაყვანილია ინტერნეტი.სახლიდან არც ისე შორს მდებარეობს,ბუდისტური მონასტერი და აიურვედას ცენტრი.