შრი-ლანკა არის პატარა კუნძული, რომელიც მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში. ეს არის ქვეყანა მდიდარი კულტურული ტრადიციებით,ბუდიზმის მსოფლიო ცენტრი.კუნძულზე განთავსებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 8 ობიექტი.კუნძულის სახელი ითარგმნება სანსკრიტიდან, როგორც "კურთხეული მიწა". ეს თარგმანი ძალზედ ზუსტად ახასიათებს კუნძულს.მისი მდებარეობა თითქმის ეკვატორზეა,შრი-ლანკა სთავაზობს ტურისტებს ტროპიკული კუნძულების ყველა საგანძურს . შრი-ლანკა არის ერთ-ერთი ადგილი იმ რამოდენიმე ადგილებს შორის დედამიწაზე,სადაც ყველა იპოვნის რაღაც ახალს და საინტერესოს.ფლორა და ფაუნის მდიდარი მრავალფეროვნება, სიკეთე და კეთილგანწყობა ადგილობრივი მოსახლეობისაგან და რა თქმა უნდა ტალღები,რომლებიც არავის არ დატოვებს გულგრილს.

სერფინგის სეზონი შრი ლანკა-ზე არასდროს მთავრდება.ზაფხულის პერიოდში სრიალებენ სერფზე Arugam Bay-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე.ხოლო მაღალი ზამთრის პერიოდში,ნოემბრიდან აპრილამდე,სერფერები მიილტვიან კუნძულის სამხრეთ ნაწილში,სადაც განლაგებულია ორი ძირითადი ადგილი: მშვიდი და წყნარი Weligama და ცნობილი Hikkaduwa,სახელგანთქმული არა მხოლოდ ადგილობრივი განვითარებით,არამედ ნებისმიერი დონის სერფერების მოთხოვნების იდეალურად დაკმაყოფილებით.

შრი ლანკა-ს სანაპირო გარშემორტყმულია განიერი მარჯნის რიფით, რომელიც შერწყმულია ინდოეთის ოკეანის თბილ წყლებთან. წყლის მაღალი გამჭვირვალობა ქმნის თითქმის იდეალურ პირობებს დაივინგისათვის.დაივინგი აქ გვიჩვენებს არა მხოლოდ მდიდარ წყალქვეშა სამყაროს,არამედ ასევე ჩაძირულ გემებს და იდუმალ წყალქვეშა გამოქვაბულებს.

კუნძული იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობებს დასვენებისათვის,გვეხმარება თავის დაღწევას  რუტინული პროცესებიდან  და თავგადასავლების ძიებაში. აქ თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ სხვადასხვაგვარად: დაწყებული სანაპიროზე მოდუნებული დასვენებით,დამთავრებული ისეთი აქტიური სპორტის სახეობებით,როგორიცაა ლაშქრობები,სერფინგი,დაივინგი. შრი ლანკა მდიდარია ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით,აქ ნახავთ რამდენიმე ბუდისტურ სიწმინდეს,რომელთაც საყოველთაო მნიშვნელობა ენიჭება.