სექტემბრიდან მაისამდე ჩვენ გასწავლით surfing -ს შრი ლანკა -ზე

სერფინგი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ surf ადგილად რჩება შრი-ლანკა.კუნძული არის სრულყოფილი იმისათვის,რომ გაიცნოთ და აითვისოთ ამ სპორტის საფუძვლები. წლის განმავლობაში აქ წყლის ტემპერატურა არ ცდება 26 გრადუსს,აქ არის საუკეთესო  ადგილები დამწყებთათვის.

სერფინგის სწავლა ყველაზე მოსახერხებელი არის გალაში და ველიგამაში. ეს ადგილები განსხვავდება იმით,რომ აქ არის პატარა და ნაზი ტალღები,ოკეანს აქვს სწორი ქვიშიანი ფსკერი რიფებისა და ქვების   გარეშე.ველიგამის და გალეს  კიდევ ერთი უპირატესობა არის ის,რომ ტალღების მიმოქცევის სხვაობა მინიმალურია,ამიტომ სერფინგზე დგომა პრაქტიკულად ყოველთვის შეიძლება.

კუნძული არის დაკომპლექტებული პროფესიონალი ინსტრუქტორებით, რომლებიც დაგეხმარებიან გაეცნოთ დაფას,შეგასწავლიან საფუძვლებს.თითოეული გაკვეთილი შედგება მოთელვით,თეორიული და პრაქტიკული ნაწილით,თანდათანობით ახალბედა გადაჰყავთ უფრო "ცოცხალ" ადგილებში.

ულამაზესი ბუნება,ხელსაყრელი კლიმატური პირობები და ინდოეთის ოკეანის თბილი წყლები,პროფესიონალი ინსტრუქტორები და სერფინგისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობა, ქმნიან შრი-ლანკას მიმზიდველს იმისათვის,რომ დაკავდეთ სერფინგით.

No Related Item Available